„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ხმას მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე მისცა.
„დღეს ხმა მივეცით საქართველოს ევროპულ არჩევანს. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი არჩევნით რომელსაც საქართველოს უმრავლესობა გააკეთებს ჩვენ საბოლოოდ უარს ვიტყვით სიცრუესა და ძალადობაზე. უკულტურობაზე და მოვძებნით ჩვენ სწორ გზას. ევროპა და კულტურა ეს იქნება პატივისცემა ჩვენი დიდი ისტორიის, რომელიც ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე გახლავთ“,_განაცხადა ივანიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ალბათობა ძალიან დაბალია და მაინც, თუ დაინიშნა, კითხვის ნიშნები არ იქნება.