გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
როგორც ვაშაძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებას მოიპოვებს.
ვაშაძემ ამომრჩეველს სრული მობილიზებისკენ მოუწოდა.
„უამრავი საჩივარი და შენიშვნა არის, მომზადებულები არიან გაყალბებისთვის. მინდა, ამომრჩეველს მივმართო, გადადეთ ყველა საქმე და მობრძანდეთ არჩევნებზე, რადგან თქვენ ირჩევთ საქართველოს თქვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალს.
ჩვენ ამ არჩევნებს ვიგებთ, არ იქნება დამარცხება“ ,_განაცხადა ვაშაძემ.