ნაძალადევის 74-ე საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირი იმყოფებოდა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, მას დამკვირვებლის სამკერდე ნიშანი ჰქონდა, რომელიც ცესკოს მიერ დადგენილი წესით არ იყო გაცემული.
როგორც ცესკოში აცხადებენ, მას საუბნო კომისიამ საარჩევნო უბანი დაატოვებინა.
„ახალგარზრა იურისტთა ასოციაციამ ცესკოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ნაძალადევის 74-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სამკერდე ნიშნით, ბეიჯით, რომელიც არ იყო ცესკო მიერ დადგენილი წესით გაცემული, იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი. გადამოწმების შედეგად აღნიშნული დადასტურდა და საუბნო საარჩევნო კომისიამ დაატოვებინა მას საარჩევნო უბანი“,_ამბობენ ცესკოში.