საქართველოში 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით, 13:03 საათზე დაფიქსირდა.
მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ბორჯომთან, სოფელ ვარდგინეთთან იყო.