ხმაური იყო სოფელ მშვიდობაურის საარჩევნო უბანზე. როგორც “გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ხმის მიცემის პროცესის დროს მცირე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. მაკა ნიკოლაიშვილის, 60/23 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის თქმით, გაუგებრობა შშმ პირისთვის დახმარებამ გამოიწვია.
“შშმ პირს დაჭირდა საარჩევნო უბანზე დამხარე და ის ადამიანი, რომელიც ეხმარებოდა, როგორც “თავისუფალი ზონის“ დამკვირვებელმა გოჩა შარაშენიძემ თქვა, კოორდინატორი იყო და აქედან გამომდინარე, მოითხოვა, სხვა შეყოლოდა კაბინაში. გარეთ რა ხდება და ვინ ვისი კოორდინატორია, ნამდვილად არ ვიცი. ამასთან დაკავშირებით იყო ცოტა ხმაური“, _ გვითხრა მაკა ნიკოლაიშვილმა.
გოჩა შარაშენიძის თქმით, რადგან ერთ-ერთი კანდიდატის კოორდინატორი იყო, გამოთქვა თავისი მოსაზრება.
მშვიდობაურში იმყოფებოდა #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად თენიეშვილი. მისი თქმით, არანაირი პრობლემა არ იყო უბანზე და საარჩევნო პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს.