ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის #53-ე საარჩევნო უბანზე, 16 საათისთვის ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა აღინიშნება _ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო 400-მა ამომრჩეველმა. ამ უბანზე 826 ამომრჩეველი ირიცხება და ყოველ არჩევნებზე 600-მდე ამომრჩეველი ცხადდება.
16 საათისთვის ჭანიეთში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებთან შედარებით და ასევე წინა წლების სტატისტიკას თუ გავიხსენებთ, ამ დროის შესატყვისად, მაღალი აქტივობაა.
რაც შეეხება წინასწარ ვარაუდებს რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს, ადგილობრივები ამბობენ, რომ ამის გათვლა ასე ძნელია.
_ ბოლო წლების მანძილზე ჭანიეთში არაერთხელ გაიმარჯვა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, მაგრამ ვნახოთ, ამჯერად როგორ იქნება საქმე, _ თქვეს 53 უბნის წინ შეკრებილმა ამომრჩევლებმა.