როგორც “გურია ნიუსს” ქუთაისიდან აცნობეს, ქუთაისში 78 და 79 უბნებთან მამაკაცი ტელეფონით უკავშირდებოდა პირებს და ყველას ერთსა და იმავე კითხვას უსვამდა.
,,ხომ მოდიხართ არჩევნებზე და ხომ იცით, ზურაბიშვილი რომ უნდა შემოხაზოთ?!”
როგორც ჩვენი წყარო ამბობს, უბნებთან დილიდან დგანან ავტომანქანები, რომლებშიც მმართველი პარტიის კოორდინატორები სხედან, ხელში კი სიები უჭირავთ. კითხვაზე _ რას აკეთებდნენ ისინი და პასუხობენ, რომ ახლობელს ელოდებიან.