პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს განცხადების გაკეთებას გეგმავს.
„ამ საღამოს 8 საათზე ჩემი განცხადება პირდაპირ ეთერში“, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
ცესკო-ს ცნობით, 3 705 უბნის მონაცემების თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში 615 433 ხმა მიიღო, რაც ხმათა 38.64 პროცენტს შეადგენს, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 600 970 ხმა მოაგროვა, რაც ხმების 37.74 პროცენტია. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს.