აშშ-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ის დედები, რომლებსაც სამი შვილი ჰყავთ, უფრო მაღალი სტრესის ქვეშ არიან, ვიდრე ის დედები, რომლებსაც ერთი, ორი ან სამზე მეტი შვილები ჰყავთ.
2013 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგები ახალი დეტალებით ცოტა ხნის წინ გავრცელდა. გამოკითხვაში ქვეყნის მასშტაბით 7 164 დედა იღებდა მონაწილეობას.
კვლევაში მონაწილე ფსიქიატრი ჯენეტ ტეილორი ამბობს, რომ მეოთხე შვილის გაჩენის შემდეგ დედები უფრო მშვიდდებიან:
“როცა ოთხზე მეტი შვილი გყავს, პერფექციონიზმისთვის გონებაში ადგილი უბრალოდ აღარ გრჩება და უბრალოდ გიხარია, თუ ისინი სკოლაში დროულად მივლენ. რაც უფრო მეტ შვილს აჩენს დედა, მით უფრო თავდაჯერებული ხდება ის თავის უნარებში”.
ერთ-ერთი დედის თქმით, მესამე შვილი გაჩენის შემდეგ, სტრესის მოზღვავება იგრძნო:
“ჯერ ერთი და მერე მეორე შვილის გაჩენა მარტივი ცვლილებაა. მეორედან მესამე შვილზე გადასვლის შემდეგ კი ყველაფერი თავდაყირა დგება”.
მისი სიტყვებით, საშინელ შფოთვას გრძნობდა გარეთ გასვლისასაც კი, როცა სამივე შვილზე ხელის ჩაკიდება უბრალოდ არ შეეძლო.