ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში. ერთმანეთს მიკროავტობუსი და 2 ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 2-მა ადამიანმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო.
როგორც “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდონარეობს.