ამ წუთებში, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციას მართავენ. შვილმკვდარი მამები სამართლიანობის აღდგენას და მათი შვილების მკვლელების დასჯას ითხოვენ.
აქციაზე შვილმკვდარი მამებისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად ზვიად რატიანი და ზურაბ ჭიაბერაშვილი მივიდნენ.
როგორც ზვიად რატიანი “გურია ნიუსთან” საუბარში აცხადებს, ხელისუფლება მკვლელების დასჯის ნაცვლად ზაზა სარალიძეს დევნის, რამაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგზეც მოახდინა გავლენა. “სარალიძის შემთხვევაში საქმე გვაქვს უდიდეს უსამართლობასთან.რაც მოხდა და რაზეც უკან არ იხევს დღევანდელი ხელისუფლება, რომ დაიჭირონ, დააპატიმრონ მკვლელობაში მონაწილე პირები და ასევე გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები პროკურორებთან და გამომძიებლებთან მიმართებაში, ვინც ხელს აფარებდა მკვლელებს, ამის მაგივრად ჩვენ ვხედავთ, რომ დევნიან ზაზა სარალიძეს და ეს უსამართლობა იყო ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რაც მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში“_აცხადებს რატიანი.