“დაიკარგა ბავშვი, დღეს 9-ის ნახევარზე გავიდა სახლიდან, თუ ვინმემ შეამჩნიოთ გთხოვთ დამიკავშირდეთ 577337616. გთხოვთ გაავრცელოთ !!!” _ ინფორმაცია 12 წლის გოგონას დაკარგვის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც ირკვევა, ელენე დილით სკოლაში წავიდა, მაგრამ სკოლაში არ მისულა და აქამდე არ გამოჩენილა.
ბავშვის დაკარგვის შესახებ მშობლებმა პოლიციაში უკვე განაცხადეს, მას შსს-ც ეძებს.
ელენე გიორბელიძე სავაჭრო ცენტრ “ქარვასლასთან”, მეუნარგიას ქუჩაზე ცხოვრობს. ის მეოთხე სკოლის მოსწავლეა.