11 წლის ბავშვი, რომელსაც უკვე რამდენიმე საათია სამართალდამცველები და ახლობლები ეძებენ, ნაპოვნია.
ინფორმაციას ამის შესახებ მოზარდის ოჯახის წევრები ადასტურებენ და ამბობენ, რომ ბავშვი ამ წუთებში სახლში მოჰყავთ.
გოგონას პოვნის ფაქტს ადასტურებენ შსს-შიც. უწყების ცნობით, გოგო ჯანმრთელად და უსაფრთხოდ არის.
ჯერჯერობით, უცნობია რატომ წავიდა გოგო სახლიდან.
წყარო: იმედინიუსი