შაქრო ფარტენაძე, ლანჩხუთი:
_ ხალხმა რა არჩევანიც გააკეთა, ის შედეგი მივიღეთ.
კობა ჯორბენაძე, ლანჩხუთი:
_ ამომრჩეველმა თქვა თავისი სათქმელი.
ლევან ღლონტი, ლანჩხუთი:
_ მთავარია, ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. ვნახოთ, რა იქნება მეორე ტურში.
ოლგა ფიჩხაია, ოზურგეთი:
_ დადებითად ვაფასებ.
თემურ მახარაშვილი, ოზურგეთი:
_ კარგს ვერაფერს გეტყვით _ უარყოფითად.
ნუკრი მიმინოშვილი, ოზურგეთი:
_ ნორმალურად ჩატარდა.
კახა ლომთათიძე, ოზურგეთი:
_ კარგად ჩატარდა.
მარინა ხურცილავა, ოზურგეთი:
_ მომეწონა, რომ მშვიდობიანად ჩაიარა.
ავთანდილ პაიჭაძე, ოზურგეთი:
_ ქალი კანდიდატისთვის მეტი პატივი უნდა ეცათ
მირზა ბოლქვაძე, ოზურგეთი:
_ “ქართულ ოცნებას” თავისი კანდიდატი უნდა ჰყოლოდა.
ომარ ბაკურაძე, ოზურგეთი:
_ ხარვეზები იყო, მაგრამ საბოლოოდ კარგად დასრულდა.
თამარ ღლონტი, ოზურგეთი:
_ ნორმალურად.
ლანა ბაღიშვილი, ოზურგეთი:
_ უარყოფითად ვაფასებ ამ არჩევნებს.
მაყვალა ბარამიძე, ჩოხატაური:
_ ჩემთვის არ იყო დამაკმაყოფილებელი.