დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე 7 ნოემბრის აქციას გამოეხმაურა.
გოცირიძე სპეცრაზმის მხრიდან აქციის დარბევას ამართლებს და ამბობს, რომ სამი თვე რუსთაველის გამზირი ნარკომანებს, ლოთებსა და პოლიტიკოსებს ჰქონდათ დაკავებული, რაც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ქუჩის პარალიზებას იწვევდა.
„რუსთაველის პროსპექტი სამი თვით იყო გადაკეტილი, აყროლებული სანაგვედ ქცეული იყო, 150 საკანი იდგა. ამ საკანში ლოთები, ნარკომანები და პოლიტიკოსები პარალიზებას უკეთებდნენ ქვეყნის ყველაზე მთავარ ქუჩას.
საკანი იდაგა ტელევიზიაში, სადაც ყოველი მეორე ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო და საშინელებებს გაჰყვიროდა.
თქვენ სამი საათი ვერ აიტანეთ შვილმკვდარი მამების _ მაჩალიკაშვილისა და სარალიძის არა თუ კარავი, „ცელოფნის“ პარკით გადახურული „კარდონი“. ყოველი მცდელობისას თუნდაც პატარა კარავი დადგან, მიდის პოლიცია და არბევს“, _აღნიშნა გოცირიძემ.