ამ წუთებში, ჩოხატაურის ცენტრში, ხელოვნების სასახლის ფასადზე 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის შესახებ გადაღებული ფილმის საჯარო ჩვენება მიმდინარეობს.
აქცია, რომლის ორგანიზატორები 7 ნოემბრის აქციის მონაწილეები არიან, 17 საათზე გამოფენით დაიწყო; შემდეგ ჩოხატაურის ქუჩებში სამახსოვრო ფლაერები დარიგდა.
დარბევის ამსახველი ბანერი აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნაციონალების ოფისში ვაშაძისთვის გადასაცემადაც კი მიიტანა.
ორგანიზატორების თქმით, ძალადობისთვის უარის თქმა დღევანდელი აქციით არ დასრულდება _ გამოფენა ჩოხატაურში კვირის ბოლომდე გაგრძელდება.