თბილისის მერმა კახა კალაძემ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცესკოს ბრიფინგამდე დაასახელა.
მერმა ” Edison research” –ის კვლევას, რომლის მიხედვით მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე იმარჯვებს, უნდობლობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ 28 ნოემბერს არჩევნების შედეგები განსხვავებული იქნება.
„კვლევები ჩვეულებრივი სიცრუე და საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებაა. გადავხედოთ გასული წლების განმავლობაში როგორ ცხადდებოდა კვლევები, რა შედეგებს გვეუბნებოდნენ და რა შედეგებს ვიღებდით. გვეუბნებოდნენ, რომ გრიგოლ ვაშაძე იმარჯვებს, სალომე ზურაბიშვილია მესამე ადგილზე, ესეც გვახსოვს.
რეალობა აღმოჩნდა განსხვავებული და ეს რეალობა 28 ნოემბერსაც განსხვავებული იქნება. ის კვლევა, რომელიც დღეს „რუსთავი 2“-მა გამოაქვეყნა, ძალიან დიდი ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა“,_ აღბიშნა კალაძემ.