საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 85 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა ხობში, სოფელ ქვემო ქვალონში მოხდა.
ცეცხლი ერთსართულიან საცხოვრებელ სახლში ცოტა ხნის წინ გაჩნდა, რის შედეგადაც დამწვარია 6 კვ.მ ფართობი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ადგილზე მობილიზებული იყო 3 სახანაძრო-სამაშველო ჯგუფი.