“არა ნაცებს, არა ბოროტებას” _ ამ სახელწოდების ბანერები თბილისში წუხელ გამოჩნდა. წარწერებთან ერთად ბანერებზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და ყოფილი ხელისუფლების ჩინოვნიკები არიან გამოსახული.
მათ შორისაა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომლის თქმით, “მორალური უპირატესობით ტკბება”:
“აი, ამიერიდან, სრული მორალური უფლება მაქვს, ამის გამკეთებელი პარტიის ყველა წევრის და გულშემატკივარის დედა მოვიკითხო, ვისაც ამ ბილბორდზე პროტესტი არ უჩნდება და ღიად არ გამოხატავს იმ უკადრებლისთვის, რაც არ უკადრია საქართველოს ისტორიაში არც ერთ პოლიტიკურ ძალას.
p.s. ვტკბები მორალური უპირატესობით და ვმკითხაობ, ერთი “ფაშისტი” ენჯეოები რას იტყვიან“, _ წერს გვარამია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.