ესპანეთი ბრექსითის შეთანხმებას მხარს არ დაუჭერს თუ გიბრალტარის შესახებ ტექსტი არ შეიცვლება. აღნიშნული განცხადება Reuters-ის ინფორმაციით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა გააკეთა.
„თუ გიბრალტარის შესახებ ტექსტში ცვლილებები არ იქნება, ესპანეთი მხარს არ დაუჭერს შეთანხმებას“,_განაცხადა სანჩესმა.
როგორც ესპანეთში აცხადებენ, გიბრალტარი დიდი ბრიტანეთის ნაწილი არ არის.