სინოპტიკოსები უახლოესი დღეების განმავლობაში თოვლს და წვიმას პროგნოზირებენ. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„20-22 ნოემბერს დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +12, +17 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 22 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +6, +11 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში 20 ნოემბერს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, 21-22 ნოემბერს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 21 ნოემბერს +13,+15, ხოლო 22 ნოემბერს +9, +11 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება“, _ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.