გერმანიის თავდაცვის მინისტრი რუსეთს დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მინისტრის განცხადებით, საჭიროა, ორივე მხარემ აჩვენოს, რომ სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, რუსეთმა 3 უკრაინული ხომალდი შეიპყრო, ხოლო მეზღვაურები წაიყვანა.