ოზურგეთში, 10 საათის მონაცემებით, პირველ ტურთან შედარებით 274 ამომრჩევლით მეტი მოვიდა.
სულ საარჩევნო უბნებზე გამოცხადებული იყო 4 762 ამომრჩეველი, რაც საერთო ოდენობის 7,67%-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.