ოზურგეთში ამ დროისთვის სრული სიმშვიდეა. ქალაქის ცენტრში არც ისეთი ხალხმრავლობაა. ნომერ მეხუთე საარჩევნო უბანზე (მოიდანახის მეორე), რომელიც კოლეჯ „ჰორიზონტის“ შენობაში მდებარეობს, პოზიტიური განწყობაა.
_დილიდანვე მოდიან ადამიანები და აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას. სრული სიმშვიდეა. ეს კია, პირველ ტურში დილის ათი საათისთვის მეტი აქტივობა იყო. ვნახოთ, რა იქნება დღის ბოლომდე. ჩვენ ყველანაირად მზად ვართ ამომრჩეველს პოზიტიური განწყობით შევხვდეთ და საჭიროების შემთხვევაში დავეხმაროთ , – გვითხრა ნომერ მეხუთე საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მანანა ინწკირველმა.