საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ოზურგეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ნატანების 60/41 უბანზე “გაერთიანებული ოპოზიციის“ მხარდამჭერებს უბანზე მისვლაზე არ ურჩევენ.
“ჩვენს ამომრჩევლებს ეუბნებიან, რომ არ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე. ეს ამბავი ახლა გავიგეთ და მიდის დაზუსტება. ჩვენ აუცილებლად დავასახელებთ იმ ხალხის ვინაობას ვინც ამას აკეთებს და ბედავს“, _ გვითხრა დავით მჟავანაძემ.
მისივე თქმით, როგორც პირველ ტურში, ასევე, მეორე ტურში დიდი მობილიზება არის “ქართული ოცნების“ კოორდინატორების.