„ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.
როგორც ივანიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, ხმა ღირსებას, სამართლიანობასა და განვითარებას მისცა.
„არჩევანი გავაკეთეთ ღირსების, სამართლიანობის და განვითარებისთვის რომ საბოლოოდ უარი ვუთხრათ სიცრუეს, ძალადობას და არ დავბრუნდეთ უკან. მოსახლეობის მობილიზებაა რომ საბოლოოდ უარი ვუთხრათ ძალადობას და სიცრუეს. მცდელობები იქნება ექსესების, ვისი ხელწერაცაა იმისგან, მობილიზება მეორე მხრიდანაცაა საკმარისზე მეტი.
მცდელობები იქნება ძალიან დიდი. უამრავ სიცრუეს ყრის “რუსთავი 2,” სირცხვილია, უცხოელები არიან გაოგნებულები. 10-დან 9 შემთხვევაში ნებისმიერ გაჟღერებული ინფორმაცია “რუსთავი 2″-დან უმეტესობა არის სიცრუე. მობილიზება ძალიან კარგია“,_განაცხადა ივანიშვილმა.