ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს და გაღმა დვაბზუს # 25-ე და # 26-ე უბნებზე, როგორც „გურია ნიუსთან“ დამკვირვებელი მარიკა ჩხიკვიშვილი ამბობს, მაღალი აქტივობა დ სრული სიმშვიდეა.
_ძალიან კარგი იქნება თუ დღის ბოლომდე ასეთი ვითარება იქნება. დღის 12 საათისთვის გაღმა დვაბზუში 248 ამომრჩეველი დაფიქსირდა. პირველ ტურში ამ დროისთვის 189 კაცი იყო მოსული. აქტივობა მაSინაც იყო, მაგრამ ახლა უფრო მაღალია, _ გვითხრა მან.