საფეხბურთო კლუბმა „ბელიბრეკი“ ფეხბურთელის გარდაცვლილად გამოცხადების გამო ბოდიშს იხდის. აღნიშნულ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
„ბელიბრეკის“ მიერ გავრცელებული ცნობით, ფეხბურთელი ფერნანდო ლე ფუანტე მოტოციკლით ავარიაში მოყვა და დაიღუპა, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს.
მაუწყებლის ცნობით, ფეხბურთელის გარდაცვალების შესახებ ცნობა კლუბის ერთ-ერთმა წევრმა მოიგონა. ის კლუბიდან დაითხოვეს, თუმცა, რა სასჯელი ელოდება კლუბს ამ დროისთვის უცნობია.
როგორც ცნობილია, ცრუ ინფორმაციის გამო კლუბის დაგეგმილი მატჩი გადაიდო, ხოლო ყველა დანარჩენი მატჩები დაღუპული ფეხბურთელისთვის პატივის მიგების მიზნით წუთიერი დუმილით იწყებოდა.