ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის საარჩევნო უბანზე “ნაციონალური მოძრაობიდან” კომისიის წევრი ამირან ირემაძეა.
ირემაძე წინა ხელისუფლებას 2007 წლიდან ოპოზიციაში ედგა, 7 ნოემბრის აქციაზეც იყო, სადაც სცემეს და როგორც თავად ამბობს, ცემის კვალი ახლაც ატყვია.
კითხვაზე, რა შეიცვალა მას შემდეგ და რატომ უჭერს მხარს „ნაციონალებს“ ახლა, ირემაძე გვპასუხობს, რომ სააკაშვილს ყველაფერი აპატია და ოპოზიციაში გადასვლა ივანიშვილის მიერ შეუსრულებელმა დაპირებებმა განაპირობა
კითხვაზე, ისევ რომ სცემონ “ნაციონალებმა“ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, გვპასუხობს, რომ არ არის გამორიცხული, შემდეგ ისევ „ოცნებას“ დაუბრუნდეს.
ამირან ირემაძემ ჩვენთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბრის დასასრულს აღნიშნა, რომ „სააკაშვილიც გოთვერანია და ივანიშვილიც“.