ჩოხატაურში, ხევის საარჩევნო უბანზე მისულ “გურია ნიუსის” გადამღებ ჯგუფს კომისიის ერთი წევრი ჭიშკართან, რამდენიმე კი ეზოში დაგვხვდა.
კამერის დანახვაზე წევრები ოთახში შევიდნენ, თუმცა, უბანზე მყოფებმა გავარკვიეთ, რომ ადგილზე არც კომისიის თავმჯდომარე იყო და არც მოადგილე
რამდენიმე წუთის შემდეგ კომისიის თავმჯდომარე შემოგვიერთდა, თუმცა, კითხვა _ რატომ იყვნენ უბნის წევრები გარეთ და რატომ არ იყო ადგილზე არც თავმჯდომარე და არც მოადგილე, უპასუხოდ დარჩა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის თამაზ ტრაპაიძის თქმით, კომისიის რამდენიმე წევრის მიერ, ერთდროულად უბნის დატოვება კანონდარღვევაა და ამ ფაქტს საია გაასაჩივრებს. აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრებთან ერთად, უბნის გარეთ „გურია ნიუსმა“ რამდენიმე დამკვირვებელიც დააფიქსირა.