17 საათის მონაცემებით, ოზურგეთის საარჩევნო ოლქში 30 121 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 48,52%-ს შეადგენს და პირველ ტურთან შედარებით 4%-ით მეტია. ოლქში სულ 4 საჩივარია დაწერილი.
#60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქში სულ 62 უბანია, სადაც 62082 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება.
არჩევანი ორ კანდიდატს შორის („ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი) უნდა გაკეთდეს.
დღეს საქართველო 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს.