ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 60,65%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.
ირკვევა, რომ ლანჩხუთში რეგისტრირებული 29 254 ამომრცევლიდან მეორე ტურში მონაწილეობა 17 744 ადამიანმა მიიღო. რაც შეეხება არჩევნების პირველ ტურს, მაშინ ერთიანი საარჩევნო სიის მიხედვით, 29 197 ამომრჩევლი ფიქსირდებოდა და არჩევნებში მონაწილეობა 15 675 ადამიანმა მიიღო.
ცნობისთვის, გასული წლის თვითმართველობის არჩევნებზე 29 373 ამომრჩეველი ფიქსირდებოდა, აქედან საკუთარი არცევანი მაშინ 17 128 ადამიანმა დააფიქსირა.
საოლქო კომისიის მონაცემებით, 38 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა 20 საათისთვის მშვიდ ვითარებაში შეწყდა და ახლა ხმის დათვლის პროცედურები მიმდინარეობს.