ჩოხატაურის #62 საოლქო საარჩვენო კომისიის #03 უბანი (იანეული), რომელიც პირველ ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მოიგო, დღეს სალომე ზურაბიშვილმა მოიგო.
კომისიის თავმჯდომარის, მერი სირაძის ინფორმაციით, მოქალაქეობრივი ვალის გადასახდელად მისული 259 ამომრჩევლიდან სალომე ზურაბიშვილს მხარი 134-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 117-მა.
მისივე თქმით, 8 ბიულეტენი ბათილი იყო.