პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძის მიერ მოგებული ჩოხატაურის #62 საოლქო საარჩევნო კომისიის კოხნარის საარჩევნო უბანი, დღეს სალომე ზურაბიშვილმა მოიგო.
ხმის მისაცემად მისული 513 ამომრჩევლიდან ზურაბიშვილს ხმა 294-მა ამომრჩეველმა მისცა; 209 ამომრჩეველმა კი, საკუთარი არჩევანი გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ გააკეთა.
კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, 10 ბიულეტენი ბათილად ჩაითვალა.