პარიზში შექმნილი ვითარების და საპროტესტო აქციების ზრდის შიშის გამო პსჟ-მონპელიეს მატჩი გადაიდო. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, თამაშის გადადება უსაფრთხოების მიზნით პსჟ-ს პოლიციამ სთხოვა.
როგორც საფეხბურთო გუნდში აცხადებენ, უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია.
მაუწყებლის ინფორმაციით, პსჟ-ს მომდევნო მატჩები პარიზიდან მოშორებით აქვს.
ცნობითვის, საფრანგეთში საპროტესტო აქციები ქვეყნის ხელისუფლების განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, დიზელის საწვავისა და ბენზინის ფასები უნდა გაიზარდოს.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის ხელისუფლებამ საწვავზე ფასების ზრდა გადადო.