რუსეთის ომბუდსმენმა მოსკოვის ციხის საავადმყოფოში მყოფი 3 უკრაინელი მეზღვაური მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.
რუსეთის სახალხო დამცველის განცხადებით, მათ ყველა მედიკამენტი აქვთ და როგორც ექიმები ამბობენ, დაპატიმრებულ მეზღვაურებს უმნიშვნელო დაზიანებები აქვთ მიღებული.
გარდა ამისა, მისი თქმით, უკრაინელი მეზღვაურები საპატიმრო პირობებს არ უჩივიან.
მან ასევე აღნიშნა, რომ პატიმრები ნათესავებს ელექტრონული ფოსტით უკავშირდებიან.