https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“გზის გაკეთებას, წყლის გამოყვანას და მინისტრის მოადგილეს ველოდებით!”

5:12; 10.12.2018
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი კონჭკათი, როგორც ადგილობრივები “გურია ნიუსთან” საუბრობენ, დღეისთვის გზისა და წყლის გარეშეა დარჩენილი.

ეს არ არის ახალი პრობლემა. აქ თითქმის ყველა ოჯახს აქვს ციტრუსოვანთა პლანტაციები. წელს მოსავალი უხვი და ხარისხიანია, რის რეალიზაციასაც მთლიანად დაზიანებული გზის პრობლემაც უშლის ხელს. ამიტომ ახლა უპირველეს ხელისშემშლელ პრობლემად უგზოობას ასახელებენ, თუმცა, არც წყალი ავიწყდებათ _ “დახრჩობამდე არ ვართ მისული, მაგრამ არც ბევრი გვიკლიაო”, _ ამბობენ კონჭკათელები “გურია ნიუსთან” საუბრისას.

_ ტრაილერები ვერ შემოდიან სოფლის შიდა გზებზე. პატარა მიკროავტობუსებით უნდა გადავზიდოთ ტვირთი საკმაოდ ვრცელ მანძილზე და მერე დავტვირთოთ დიდი მანქანები. იმედია, რაღაც მოგვარდება. სოფელში ამბობენ, რომ დიდი ხანია, პირდებიან სოფლის გზების მოწესრიგებას და მოასფალტებას, _ გვეუბნება შპს “კონჭკათი-2018”-ის დამფუძნებელი იაშა ცენტერაძე. ის ადგილობრივი მკვიდრია, თუმცა, მრავალი წელია უკრაინაში ცხოვრობს და ახლახან დაბრუნდა მშობლიურ სოფელში, გახსნა მანდარინის მიმღები პავილიონი, დაასაქმა 33 თანასოფლელი.

ახლახან გურიაში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გელა ხანიშვილი იმყოფებოდა. მისმა ნათქვამმა, რომ ერთ ჰექტარ ფართობზე წლის განმავლობაში თხილს 150 ლარის პესტიციდები ჰყოფნის, გურული ფერმერების გაბრაზება გამოიწვია. კონჭკათელები განსაკუთრებით ცხარობენ.

_ გურიაზე ზოგადად, კონკრეტულად კი ჩვენს სოფელზე ვსაუბრობ _ ჯერ თხილის სიდამპლემ, მერე ფაროსანას შემოსევამ, სერიოზული თავსატეხი გაგვიჩინა. შიმშილის ზღვარზეა ხალხი. რატომ არ სჯერათ ეს ხელისუფლებაში? უკვე ყველამ კარგად იცის, რომ თხილის და ციტრუსოვნების გამოცოცხლება რომ მოხდეს, ორი-სამი წლის განმავლობაში პლანტაციებს სერიოზული მკურნალობა სჭირდება. როცა მინისტრის მოადგილე ამბობს, თითქოს 150 ლარის პესტიციდი ჰექტარ პლანტაციას ჰყოფნის და სინამდვილეში მესამედისთვისაც არ კმარა, ეს მოადგილე თავისი მოადგილით მოგვიყვანეთ აქ და კიდევ ვინც უნდა, ის წამოიყვანოს. გვასწავლოს, სად ყიდულობს ასეთ ფასში წამლებს. მაგრამ მოვლენ? მთლად ნუ გვიგდებენ მასხრად, _ ამბობენ ჩვენთან საუბარში მაგული ჯინჭარაძე, ზაურ თოიძე, შუშანიკ ჭაღალიძე, გელა კვაჭანტირაძე, ლეილა ცენტერაძე, ნონა ასანიძე და სხვები.

ზაურ თოიძე, სოფელ გურიანთის მკვიდრი: “დღეს კონჭკათში მანდარინი ჩავაბარე, იაშა ცენტერაძის პავილიონში. ამ პატრიოტი კაცის წამოწყებული საქმე და დასაქმებულთათვის შექმნილი პირობები დღევანდელ დროებაში მართლაც გასაკვირია. თითოეულ ადამიანს დღეში 30 ლარს უხდის სამჯერადი კვებით. სახლში თავად აკითხავს ხალხს დამზადებული მანდარინის წამოსაღებად, ისე, რომ ერთ თეთრს არავის ახდევინებს. ამის ნახევარი რომ მთავრობამ ქნას, ვინ ეყოლება ცუდის მთქმელი? სული მოათქმევინა ხალხს და იაფ კრედიტს არ აძლევენ, რომ საწარმო გააფართოვოს. ამაზე თვითონაც გეტყვით. მინისტრის მოადგილე, რომელმაც თქვა, 150 ლარის პესტიციდი ერთ წელიწადში ერთ ჰექტარ ფართობს ჭირდებაო, საიდან მოვიდა _ უცხოპლანეტელია? მობრძანდეს აქ, გამვლელი მატარებელივით რომ ჩაიქროლებენ და რამდენიმე კაცს შეხვდებიან სადღაც ოთახში. მთელი ცხოვრება აგრონომად ვიმუშავე, ჩემი სპეციალობაა. ამასთან ერთად, ჯერჯერობით, 15 ტონა ციტრუსს ვიწევ და ვუვლი. უმეტესობა რომ ვერ უვლის, რა ქნან? რამდენ რამეში გადაიხადონ ფული ან სად არის ეს ფული? ახალგაზრდობა რომ გაიქცა, სოფელი რომ წაიქცა, რატომ არ სჯერათ? ჩვენ ვეტყვით, რა უნდა ქნან. სახლში რა წაიღონ, იმას ფიქრობს ყველა, _ გაბრაზებული ამბობს ზაურ თოიძე.

ნონა ასანიძე, კონჭკათის მკვიდრი: “ოზურგეთში “ზარას” ფაბრიკა რომ გაიხსნა, სამუშაოდ გავიქეცი. 8 ლარს ვიღებდი დღეში. არც ისე სახარბიელო პირობები იყო _ მტვერი, მაღალი ტემპერატურა, ქსოვილის საშინელი სუნი. მოვიწამლე და გადასხმები დამჭირდა, რომ არ მოვმკვდარიყავი. მოვიდა სოფელში კაცი და საწარმო აამუშავა. თავი სამოთხეში გვგონია _ დღიურად 30 ლარს გვიხდის, კვება უფასოა. სახლებში აკითხავს ხალხს და ტვირთს თავისი ხარჯებით ეზიდება. სხვა რა გვინდა ჩვენ?! მთავრობას არ შეეძლო ამის გაკეთება ან არ შეუძლია? ბოლო წლებში ასე არ გაგვიხარია. ხელისუფლებამ რომ მიბაძოს იაშა ცენტერაძეს, ხომ არ აწყენდა? ჰკითხეთ, გადაეცით ჩვენგან დაბარებული”.

მაგული ჯინჭარაძე, კონჭკათის მკვიდრი, პენსიონერი პედაგოგი: “შიმშილია სოფელში. ასეთი ამბავი, დიდი ხანია, არ ყოფილა. მე თუ მკითხავ, სააკაშვილმა რომ ერგნეთის ბაზრობა დახურა, დააქცია ქართული სოფელიც. კი შეიძლებოდა, ხალხს საკუთარი ნაოფლარი გაეყიდა იქ, ხელისუფლებას კი კონტროლი მოეხერხებინა. ახლა მასხრადაც გვიგდებენ. ვის მოუვიდა თავში, რომ 150 ლარის წამალი ერთ ჰექტარ ფართობს ჰყოფნისო? ამ კაცს მაინც დაეხმარონ, სოფელს რომ მხსნელად მოევლინა. კრედიტი რომ აიღოს და საწარმო გააფართოვოს, აქაურები ამოისუნთქებენ. მაქსიმალურის ამოქაჩვაზე კი არ ფიქრობს, ადამიანურად იქცევა. წარმოიდგინეთ, ამ პირობების ნახევარიც რომ შეეთავაზებინა ხალხისთვის, არ იმუშავებდნენ, გგონიათ _ ისე უჭირს ხალხს. მაგრამ არ ძუნწობს, როგორც ძალიან ბერი იქ, ზემოთ… სოფელს წყალი წყურია, არ გვაქვს გზა. ლოდინში დასრულდა ეს ცხოვრება. მთავრობამ სასწრაფოდ მოიხედოს სოფლისკენ, შეხედონ ჩვენს უსასოოდ ყოფნას. ვითომ არ იციან, ვითომ ვერ ხვდებიან! აგერ, მისაბაძი კაცი, მაგალითი აიღონ. მე პირადად, პრემიერ-მინისტრამდე უნდა მივაღწიო და ქართული სოფლის გაუსაძლის ყოფაზე და აქედან გამოსვლის გზებზე ჩვენეული ხედვა შევთავაზო. არ მოვისვენებთ და არ გავჩერდებით _ პასუხი უნდა მივიღოთ!”

შუშანიკ ჭაღალიძე, კონჭკათის მკვიდრი: “ბედნიერებაა, რომ ადამიანი უკლებლივ ყიდულობს შენს მოსავალს, გიხდის ხელსაყრელ ფასს და ამასთანავე საუკეთესო პირობებით გასაქმებს. გაგვაგებინეთ, ასეთი ნაბიჯის გადადგმა მთავრობას არ შეეძლო ან არ შეუძლია? თუ ამ კაცს თავსაყრელად აქვს რაიმე?! მინისტრის მოადგილე მოიყვანეთ ჩვენამდე _ ვნახოთ ვინ არის. როგორ და სად ვიყიდოთ 150 ლარად შესაწამლი საშუალებები, რომელიც თხილს თუ მანდარინს ერთ ჰექტარ ფართობზე ერთი წლის განმავლობაში ეყოფა?! ვერ ვიჯერებდით, თუ მართლა ასე თქვა. არადა, წავიკითხეთ, ჩვენი სოფლის მკვიდრიც ესწრებოდა იმ შეხვედრას და დაგვიდასტურა”.

შპს “კონჭკათი-2018”-ის დამფუძნებელი, იაშა ცენტერაძე საკუთარ ნაბიჯს სოფლის და აქაურების მიმართ უდიდესი სიყვარულით ხსნის.

_ 150 ათასი ლარი ჩავდე ამ საქმეში. მინდა, ერთი ამხელა კრედიტი გამოვიტანო, რომ გავფართოვდეთ, თუმცა, დღემდე არ დამიმტკიცეს. მე მაინც ვეცდები. მიმაჩნია, რომ მუშას, დასაქმებულ ადამიანს საუკეთესო პირობები უნდა შეუქმნა, თუ თავად გინდა საუკეთესო შედეგი.

სოფელში რაც გაგვაჩნია, ჯერ ამას უნდა მივხედოთ. პირველ რიგში, ეს გზის გაკეთებაა. სპეციფიური რელიეფის მქონე სოფელია, სასწრაფო ყურადღება სჭირდება. იცლება სოფლები და ასე ქვეყანა შემოგვეცლება ხელში.

მე არ ვარ უკმაყოფილო ჩემი შემოსავლებით, თუმცა, მაქსიმალურის ამოქაჩვას არ ვცდილობ. ხალხს ადამიანებად უნდა ვაგრძნობინოთ თავი. როგორ არ გადავუხდი ან მინიმალურს რატომ მივცემ, როცა ზოგჯერ ღამითაც მჭირდება მუშები?! რაკი ხალხს უჭირს და შესაძლოა, მინიმალურ ფასადაც მუშაობაზე ყაბულს იყოს, თუ “გამოიჭერ”, ამას დაჩაგვრა ჰქვია.

იმედით ვარ, რომ რაღაც უკეთესობისკენ დაიძვრება ქვეყანაში. 38 წელია, უკრაინის მოქალაქე ვარ. აქ ჩემი შვილი რჩება ხოლმე და ის უძღვება საქმეს, როცა მე იქით მივდივარ. პესტიციდებს და სხვადასხვა სასუქებს ახლა ვარიგებ ხალხში და მანდარინის სეზონამდე ვაცლი. ძალიან კმაყოფილი არიან ამით.

ახლა ჩემი უპირველესი მიზანი გაფართოებაა და იმედია, მივაღწევ, კრედიტი მომცენ. ზოგადად, იაფი კრედიტის საკითხი, ლამაზადაა შეფუთული საქართველოში. უფრო მარტივ და ხელსაყრელ პირობებს უნდა სთავაზობდნენ ადამიანებს. ისე არაფერი გამოვა, დამიჯერეთ. დღევანდელი მდგომარეობით შორს ვერ გავფრინდებით, _ გვითხრა იაშა ცენტერაძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ავტობუსი გზიდან გადავიდა

16:21; 2 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

16:10; 2 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“ამინდი მკვეთრად გაუარესდება”- მეტეოროლოგი გვაფრთხილებს

15:55; 2 თებერვალი, 2026
საზოგადოება

საქართველოში სიგარეტი კიდევ გაძვირდა

15:34; 2 თებერვალი, 2026
საზოგადოება

დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტები- ბრალი 18-ს წარუდგინეს, დაკავებულია 8

14:49; 2 თებერვალი, 2026

"მინდა ბიძინა ივანიშვილის ნახვა _ ვეტყვი, რა დღეშია ხალხი!"

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

ყველა სიახლე

საზოგადოება

ავტობუსი გზიდან გადავიდა

16:21; 2.02.2026
საზოგადოება

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

16:10; 2.02.2026
ფინანსები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:55; 2.02.2026
საზოგადოება

“ამინდი მკვეთრად გაუარესდება”- მეტეოროლოგი გვაფრთხილებს

15:55; 2.02.2026
სპორტი

ამხანაგური მატჩი- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს

15:48; 2.02.2026
საზოგადოება

საქართველოში სიგარეტი კიდევ გაძვირდა

15:34; 2.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნება

15:25; 2.02.2026
საზოგადოება

დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტები- ბრალი 18-ს წარუდგინეს, დაკავებულია 8

14:49; 2.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს პომ-მა სამაცივრე მეურნეობა ააშენა

14:30; 2.02.2026
საზოგადოება

ჩატარდება თუ არა ერთიანი ეროვნული და მასწავლებელთა გამოცდები 2026? – პასუხი აქტუალურ კითხვებზე

13:29; 2.02.2026
საზოგადოება

„სტუ იყო ყველაზე მდუმარე უნივერსიტეტი, მაგრამ მას დაარტყეს _ პროფესორი

12:56; 2.02.2026
მსოფლიო

ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

12:43; 2.02.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“ – მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში დავუჯდეთ დებატებზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს

11:50; 2.02.2026
სამართალი

გაუპატიურება ცოლად შერთვის მიზნით _ რა ინფორმაციას აქვეყნებს შსს

11:44; 2.02.2026
სამართალი

სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

11:21; 2.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო