ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდთოვლობის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას Fox News ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, უამინდობის შედეგად 70 000 მოსახლე ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი. მოყინული გზების გამო ავტოსაგზაო მოძრაობა გართულებულია.
უამინდობის გამო დაკეტილია სკოლები ვირჯინიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში.