https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“როცა მანდარინის მყიდველის მოლოდინი ცრუვდება, ახალი წლის მოლოდინი ჯოჯოხეთია”

11:12; 18.12.2018
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

გოგორეთი სოფელ მერიის ერთ-ერთი უბანია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან სამას მეტრზე მდებარე სოფლის განაპირა კუთხე მთის წვერზე მოქცეული ჩიხის შთაბეჭდილებასაც ტოვებს.

ახლა აქ მრავალ ოჯახს ტონობით მოკრეფილი მანდარინი შინ აქვს, ყუთებში დაფასოებული თუ გროვებად თავმოყრილი და როგორც თავად გვეუბნებიან, დალპობას უფრო ელოდებიან, ვიდრე მყიდველს.

_ რამ მოგიყვანათ აქ? ნახევარი საუკუნეა ოჯახის რძალი ვარ და ამ კუთხეში შემოსული ჟურნალისტი არ მინახავს. გვიშველით რამეს? გვქონდეს იმედი, რომ დაწერთ, ვინმე იფიქრებს ჩვენი გასაჭირის მოგვარებაზე? წელს მანდარინის პლანტაციების შეწამვლა მოვახერხეთ. საჭირო უფრო მეტი იყო, მაგრამ, რაც შევძელით, ის ვქენით. ძვირია შესაწამლი საშუალებები. მოსავალიც საუკეთესოა, მაგრამ რად გვინდა? დღეს მოვიდა პირველი კლიენტი. ახარისხებენ და ხუთი ტონიდან, ორი ე. წ. “ენესია” _ ასეთს ათ თეთრად იბარებენ. კარგი ხარისხის სამოც თეთრად მიაქვთ. რა გვრჩება? ბანკის ვალებს გავისტუმრებთ და პურის ფულიც აღარაა ჩვენთვის. ჩვენ გასაღების ბაზარი გვჭირდება. მოსავლის ერთიანად გაყიდვა, რადგან ყოველდღე ლპება მოკრეფილი ნაყოფი. რაღაც უნდა მოიფიქროს ხელისუფლებამ, რომ გვეშველოს, _ გვეუბნება პირველივე შემხვედრი, ადგილობრივი მკვიდრი ზოია დანელია.

ქალბატონის სახლში კახეთიდან ჩამოსულ მყიდველებს, რომლებსაც ხუთას კილოგრამამდე მანდარინის ყიდვა სურდათ, გავესაუბრეთ, თუ სად მიჰქონდათ ტვირთი და აქვთ თუ არა ხელსაყრელი ბაზარი.

ვასილ სოთიროვი და გოჩა არაქელოვი, თელავის მკვიდრები: “კახეთის ერთადერთი საშველი რუსეთის ბაზარია. წელს ყურძენი და ატამი გაიტანა ხალხმა და შედარებით, ამოიუნთქა. გლეხკაცისთვის ეს არის საშველი და არა პოლიტიკა, რასაც მთავრობამ ხალხის სასიკეთოდ უნდა მიხედოს. აზერბაიჯანის საზღვარზე ახლა საბაჟო გადასახადი მოუმატეს და ესეც პრობლემაა. ჩვენ ახლა შიდა ბაზარზე ვყიდით, კილოგრამს ლარად. პურის ფულია, უბრალოდ. თავი რომ გადავირჩინოთ შიმშილისგან, ეგაა, სხვა არაფერი”.

გოგორეთის უბნის კიდევ ერთი მკვიდრის, ზაურ დანელიას ოჯახში, დიასახლისი მანანა დანელია საკუთარ გასაჭირზე გვესაუბრა:

_ ახლა მოკრეფილი გვაქვს ათი ტონა მანდარინი. ხედავთ, ზოგი ყუთებშია, ზოგიც გროვებად გვიყრია. ველოდებით კლიენტს, ვეძებთ, ამბავს ვკითხულობთ. გულხელდაკრეფილი არ გავჩერდებით, რადგან ნაყოფი ყოველდღე ლპება. წელს ამინდებმაც ხელი შეუწყო, შევწამლეთ კიდეც და საუკეთესო ხარისხის მოსავალია, მაგრამ უფრო გულსაკლავია ის ფაქტი, რომ ვერ ვყიდით. გარკვეულ ნაწილს რომ ვიღაც წაიღებს, ეს არ არის საშველი _ უნდა ხერხდებოდეს მოსავლის ერთიანად ჩაბარება. ფასიც უფრო მაღალი უნდა იყოს. ათ ტონაში რომ სამ ტონას “ენესად” ჩააბარებ და კიდევ ან ჩააბარებ და ან ვერა, ზარალის მეტი რა გამოგდის ადამიანს? თუ შევძელით, სადმე უნდა წავიღოთ. ესეც პრობლემაა.

მთავრობისგან დახმარებას ვითხოვთ. პირველად გხედავთ, რომ ვიღაცა ამ გორზე ამოვიდა და ხალხის გასაჭირი იკითხა. მადლობას გიხდით, რომ გვესტუმრეთ, თუმცა, ისიც ვიცი, რომ არც თქვენს დაწერილს მიაქცევს ვინმე ყურადღებას, ასეა ეს ქვეყანა. სანამ უნდა ვიძახოთ, რომ კომუნისტების მსგავსად მაინც მოხედონ ხალხს?! იტყვის ახლა ვიღაც, რა დროს კომუნისტებიაო, მაგრამ გლეხს სახლში არ ულპებოდა მანდარინი, არ შიოდა, არ კანკალებდა მევალეების შიშით და წლის მოსავლის გარანტირებული ზარალით _ აი, ეს იყო. დანარჩენი არ მაინტერესებს. ხელისუფლება იმიტომ გვჭირდება, რომ ჩვენც მოგვხედოს და ქვეყანასაც. ახალი წელი მოდის და როცა მანდარინის მყიდველის მოლოდინი ცრუვდება, ახალი წლის მოლოდინიც ჯოჯოხეთია. ამას ჩვენ გარდა, ვერავინ გაიგებს, _ გვეუბნება ქალბატონი მანანა.

გოგორეთის უბნის მკვიდრი შოთა მარგალიტაძე საუბრობს უამრავ პრობლემაზე, რაც სოფელს გააჩნია, თუმცა, ახლა აქცენტს მაინც ციტრუსოვანთა მოსავლის აღებასა და თანმხლებ გასაჭირზე აკეთებს, რადგან მოსავლის კრეფის სეზონია და არსებობს ზარალის საფრთხე:

_ გოგორეთში არის ციტრუსოვანთა პლანტაციების მასივში შესასვლელი გზის პრობლემა. ექვსი წელია, მოხრეშვას ვითხოვთ _ არ გეგონოთ, ასფალტი გვინდოდეს აქ თერთმეტ ოჯახს საკუთრებაში აქვს მანდარინის ნაკვეთები. ადრე კოლმეურნეობის ფართობი იყო. მისასვლელი გზა ისეა გაფუჭებული, რომ არაერთხელ, მოკრეფილი მანდარინის გადმოზიდვისას, სატვირთო მანქანა ორმოებად ქცეულ გზაზე იფლობა. ამა წინათ, შუაღამისას ჩავარდა და ხელით გადმოვცალეთ ტონობით მანდარინი. როგორ ვიწვალეთ, კაცმა არ იცის! შეგვპირდნენ ამ გზის მოხრეშვას, მაგრამ ჯერ არაფერი ჩანს. წელს, ასე თუ ისე, რაღაც მოვახერხეთ, მაგრამ ამ გზის ასე დატოვება არანაირად არ შეიძლება. გვეგონა, ამ სეზონზეც მოახერხებდნენ. რა უნდა ას მეტრამდე გზის მოხრეშვას?! ორმოც მეტრამდეა ის ადგილი, რომელიც მთლიანად დაზიანებულია. ასფალტს ხომ არ ვითხოვთ _ უნდა გაკეთდეს ისე, რომ სატვირთო მანქანამ გაიაროს და ტვირთი შეფერხების გარეშე გადავიტანოთ. ჯერ გაყიდვა ჭირს და ახლა ტალახში ჩაყრილი სიმწრით მოკრეფილი მანდარინის ცქერა როგორია? ამ გზის საკითხი, სხვათა შორის, შარაშენიძე რომ პირველად დანიშნეს გამგებლად, მაშინაც დავსვით. ასასვლელი აღმართი მერაბ ჭანუყვაძის გამგებლობისას გაკეთდა. განსაკუთრებით საშიში და ძალიან დაზიანებულია ორმოცმეტრიანი მანძილი, _ გვეუბნება შოთა მარგალიტაძე და კიდევ ერთ პრობლემაზე _ სატვირთო ტრანსპორტის უქონლობაზე საუბრობს:

_ კომუნისტების დროს სოფელში ტრაქტორებს და სატვირთო მანქანებს ვერ დათვლიდი. ახლა იმ დროიდან შემორჩენილი “გაზ 66” გვყავს, “დაპაჩინკებული” საბურავებით _ ასე ვცხოვრობთ ოცდამეერთე საუკუნეში. ადრე ამ სატვირთოს ხუთი ტონა მანდარინის გადატანა შეეძლო. ახლა საბურავების გამო ვუფრთხილდებით და ტონანახევარს თუ მოვათავსებთ ზედ. კიდე რომ დაზიანდეს ამ მანქანის საბურავები, უკვე შეკეთებას არ დაექვემდებარება.

აქაურები კიდევ მრავალ პრობლემაზე საუბრობენ:

_ გოგორეთის უბანში, ისევე, როგორც სოფელ მერიაში, ჯერ არ არის შეყვანილი გაზი. ამ მხრივაც ერთი “ბედნიერი” გამონაკლისი ვართ. თუმცა, შეგვპირდნენ, რომ მომავალ წელს აუცილებლად მოხდება გაზიფიცირება და ვნახოთ, _ ამბობენ ისინი.

აქაურ მკვიდრთა პრობლემაა ციტრუსოვანთა თუ თხილის პლანტაციების შესაწამლი პესტიციდებისადმი ხელმიუწვდომლობა:

_ პესტიციდები ძვირია. ამიტომ იძულებული ვართ, იმდენჯერ შევწამლოთ, რამდენი წამლის ყიდვასაც შევძლებთ და არა იმის მიხედვით, რამდენი სჭირდება პლანტაციას. მანდარინის გასაღების საიმედო ბაზარი რომ არსებობდეს და გამოზოგილივით არ ვყიდდეთ, საწუწუნო რა გვექნება? ერთიან ფულს როცა ავიღებთ, ჯერ პესტიციდებს ვიყიდით, ურომლისოდაც მოსავალს ვერ მივიღებთ. ასეთ არათანაბარ პირობებში კი შესაწამლ პრეპარატებზე ვიფიქროთ თუ პურის ფულზე? _ გვეუბნებიან ისინი და გვაწვდიან საგანგებოდ მომზადებულ სიას ჩამონათვალით, თუ რა ჯდება ერთ ჰექტარ ფართობზე ციტრუსოვანთა შეწამვლა, როცა დაქირავებული პირის მეშვეობით უნდა შესრულდეს სამუშაოები და სოფელში უკვე მუშახელიც აღარ არის.

ერთ ჰექტარ ციტრუსოვანთა ბაღის შესაწამლი დანახარჯები, 1 000 ძირზე გაანგარიშებით შეადგენს 4 300 ლარს. მასში ეტაპობრივად შედის შემდეგი სამუშაოები: სასუქის შეტანა, სამჯერ წამლობა, საგაზაფხულო შემობარვა, სამჯერ გაცელვა წლის მანძილზე და კრეფა 10 ტონის მიხედვით, მკრეფავების და მზიდავის თანხის გადახდით.

_ მოსავალმა ეს უნდა აანაზღაუროს და ერთი ამდენი მაინც უნდა დაგრჩეს. სხვანაირად რა აზრი აქვს შრომას? “თხა ვიყიდე, თხა გავყიდე” გამოგივა. მით უფრო, როცა ვიღაცეები, თან თანამდებობის პირები, ამბობენ, თურმე, ერთ ჰექტარ ფართობს სჭირდება წელიწადში 150 ლარის პესტიციდი. 500 ლარის მარტო წამალი არ ჰყოფნის. არანაკლებ სჭირდება თხილსაც, _ გვეუბნება შოთა მარგალიტაძე.

“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, გოგორეთის პლანტაციებთან მისასვლელი გზის პრობლემის შესახებ ამბობენ, რომ გზის შეკეთება ახალი წლიდან განახლდება:

“რთული საგზაო მონაკვეთების მოხრეშვა-დაგრეიდერება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი წლიდან განახლდება” .

“გურია ნიუსი” სტატიაში გაჟღერებულ უმწვავეს პრობლემებს, როგორც გოგორეთში, ისე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, კვლავ მიუბრუნდება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“საფრთხის დონე მაღალი”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

20:52; 28 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“მოსალოდნელია ძლიერი შტორმი”- მეტეოროლოგი ამინდის შესახებ

20:35; 28 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

14:25; 28 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“არათუ შემცირებას არ უნდა ველოდოთ, პირიქით, შეიძლება კიდევ გაიზარდოს ფასები”

14:15; 28 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ოთხი ახალგაზრდა უგონო მდგომარეობაში იპოვეს

09:30; 28 დეკემბერი, 2025

"დგომა აკრძალულია" _ გადაინაცვლებს თუ არა დავა სასამართლოში

დაპირისპირება იურიდიული კომიტეტის სხდომაზე

ყველა სიახლე

საზოგადოება

“საფრთხის დონე მაღალი”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

20:52; 28.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე „იგლ ჰილსზე“: მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას

20:40; 28.12.2025
საზოგადოება

“მოსალოდნელია ძლიერი შტორმი”- მეტეოროლოგი ამინდის შესახებ

20:35; 28.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

18:37; 28.12.2025
მსოფლიო

ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

16:49; 28.12.2025
პოლიტიკა

ველოდებით, რომ პოლონეთში ქართველი დასაქმებულების გადინება შემცირდება”- e-Consul

16:36; 28.12.2025
პოლიტიკა

“დუმილის უფლებას რომ ინარჩუნებს, მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა”- გია ვოლსკი

14:42; 28.12.2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

14:25; 28.12.2025
კულტურა

ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა

14:22; 28.12.2025
საზოგადოება

“არათუ შემცირებას არ უნდა ველოდოთ, პირიქით, შეიძლება კიდევ გაიზარდოს ფასები”

14:15; 28.12.2025
სამართალი

კორპუსის სადარბაზოდან ეტლი მოიპარეს

14:00; 28.12.2025
სამართალი

ავტობუსი ხეს დაეჯახა

13:28; 28.12.2025
ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

12:03; 28.12.2025
სამართალი

საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს

10:25; 28.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
0

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო