თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს დედაქალაქის მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება.
როგორც კალაძემ განაცხადა, მეტროპოლიტენი და ავტობუსები 31 დეკემბრის 23:00 საათიდან პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ხოლო საბაგირო – 03:00 საათამდე იმუშავებს.
კალაძის თქმით, დედაქალაქში სხვადასხვა მარშუტებზე 156 ერთეულამდე ავტობუსი, 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს.