https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კადეტთა კორპუსის ისტორია

11:12; 25.12.2018
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

(გაგრძელება)კადეტთა კორპუსის შემადგენლობა ძალიან ჭრელი იყო. ვის არ შეხვდებოდით იქ: ქართველებს, სომხებს, ყაბარდოელებს, ოსებს, სპარსელებს, რუსებს, თათრებს და ა.შ. მათი ენაც განსაკუთრებული გახლდათ, ეს იყო ნაზავი სხვადასხვა ენიდან თუ დიალექტიდან ნასესხები სიტყვებისა, რასაც ემატებოდა თბილისური ,,სლენგი” და ასევე კორპუსში დაბადებული სიტყვები და გამოთქმები. მთავარია, ყოველი კადეტს, მათაც კი, ვინც ქართულს არ ფლობდა, მიაჩნდა ღირსების საქმედ, რათა რუსულად ესაუბრა ქართული აქცენტით.

კადეტთა კორპუსი საზოგადოებისა და პრესის მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა. აი, მაგალითად, ,,ივერიის” (1886, #59) ცნობით 1886 წელს თურმე კადეტთა კორპუსში 74 ქართველი ყმაწვილი სწავლობდა. გაზეთები რეგულარულად აქვეყნებდნენ კურსდამთავრებულ ქართველთა გვარებსაც. იგივე ,,ივერია” (1889, #110) იუწყებოდა: ,,კადეტის კორპუსში წელს სწავლა დაუმთავრებია 48 ყმაწვილს. ამათ შორის შვიდი ქართველია: ანდრონიკაშვილი, გაბაშვილი, ვახვახიშვილი, მანსვეტოვი, მახვილაძე, ციციშვილი და ერისთავი”. ისიც უნდა დავამატო, რომ ყველა კურსდამთავრებული სამხედრო კარიერას არ გაჰყოლია, ბევრი მათგანი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი დადგა.

კორპუსის იუბილესაც ზარ-ზეიმით აღნიშნავდნენ ხოლმე. 25 წლის იუბილე კადეტთა კორპუსის ეკლესიაში იქნა გადახდილი, რომელსაც დაესწრო კავკასიის მთავარმართებელი გოლიცინი, გენერლები, პედაგოგები. პარაკლისი გადაიხადა ეპისკოპოსმა კირიონმა (,,ცნობის ფურცელი”, 1900, #1293).

ადგილობრივი თუ სატახტო ქალაქიდან ჩამოსული ინსპექტორებისა თუ მაღალი წოდების სტუმრების გარდა, კადეტთა კორპუსს უცხოელი სამეფო გვარის წევრებიც სტუმრობდნენ. ერთ ასეთი საპატიო სტუმრის მისვლას აღწერს გაზეთი ,,ივერია”  (1890, #88). როცა თბილისში ჩამოსული იყო იტალიის ტახტის მემკვიდრე პრინცი ვიქტორ-ემანული. მან სხვა დაწესებულებებთან ერთად კადეტთა კორპუსიც მოინახულა: ,,(პრინცი) ორ საათზე გაემგზავრა კადეტების კორპუსში, სადაც აგრეთვე დაუხვდნენ ამ სასწავლებლის უფროსნი. აქ მისმა უმაღლესობამ დაათვალიერა საწოლო ოთახები, კლასები, სადაც ამ დროს ეგზამენები იყო, და შემდეგ გავიდა კორპუსის ეზოში, სადაც უყურებდა კადეტების გიმნასტიკას და სხვ.”

შესამოწმებლად ჩამოსული ინსპექტორები ტფილისის კადეტთა კორპუსში დისციპლინისა და წესრიგის მაღალ დონეზე მიუთითებდნენ, მაგრამ მიუხედავად მშვენივრად დაყენებული აღმზრდელობითი მუშაობისა, კადეტთა კორპუსში ყოველთვის ყველაფერი რიგზე არ ყოფილა: ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ეს თუთუნის მოწევა იყო. საქმე იმაშია, რომ ბევრი ყმაწვილი, რომელსაც კორპუსში იღებდნენ, უკვე სიგარეტს ეწეოდა. ამ მავნე ჩვევეისგან გადაჩვევა კი, მკაცრი დისციპლინის მიუხედავად, ძალიან ძნელი იყო. მაგრამ ჩატარებული აღმზრდელობითი მუშაობის შედეგად სიგარეტის მწეველთა რიცხვი წლიდან-წლამდე კლებულობდა.

ენერგიით სავსე კადეტები, როგორც ახალგაზრდებს შეეფერებათ ისე ერთობოდნენ. მაგალითად, ყველა კლასს საკუთარი ფალავანი ჰყავდა და მათ შორის მუდმივად იმართებოდა შეჯიბრი ჩხუბში. კადეტებს საკუთარი უჩვეულო ,,ტრადიცია” ჰქონდათ – შენობის ფანჯრიდან დროშის გამოკიდვისა. ეს კი შემდეგში გამოიხატებოდა: კადეტს, რომელიც დროშის როლს თამაშობდა, ფანჯრიდან თავით ქვევით გამოჰკიდებდნენ, ამასთან ფეხისგულებზე უღიტინებდნენ, საცოდავი კადეტი ყვიროდა, ხელებს იქნევდა და შველას ითხოვდა. გოლოვინზე მიმავალი გაოგნებული ხალხი ტეხდა ერთ ვაი-უშველებელს, უყვიროდა, ლანძღავდა კადეტებს, ისინი კი აინუნშიაც არ აგდებდნენ მათ. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად მთავრდებოდა და პატარა ეგზეკუციის შემდეგ ,,ცოცხალ დროშას” ოთახში აბრუნებდნენ.

ერთხელ, კადეტთა დიდი ნაწილი მოიწამლა ნამცხვრებით:  ,,ორშაბათს 24 თებერვალს, ქალაქში ხმები გავრცელდა, კადეტთა კორპუსის მოსწავლენი საჭმლით მოიწამლენო. ხმები გამართლდა და გამოირკვა შემდეგი: კორპუსში 225 მოსწავლეა. ამათში 176 მოსწავლე კვირას, 23 თებერვალს, ნასადილევს ავად გახდა; დააწყებინათ ნაწლავების ტკივილი, პირის ღებინება და ფაღარათობა. მოსწავლენი ავად გახდენ სადილის გათავების შემდეგ 2-3 საათის უკან. სადილზე მოსწავლეებმა სჭამეს ალიხანოვის საკანდიტეროდან (ვორონცოვის ძეგლთან) მოტანილი კვერი ,,ნაპოლეონი”, რომელიც კრემისაგან იყო დამზადებული. (,,სასოფლო გაზეთი”, 1914, #8. სხვათაშორის, საკინდიტროს პირველი  პატრონი ჯერ კიდევ 1904 წელს რევოლუციონერმა ტერორისტებმა მოკლეს); იყო სუიციდის ფაქტიც: ,,ჩვენი გზის” (1907, #29) მიხედვით მე-7 კლასის მოსაწავლე ნიკ. ჟღენტმა თავი მოიკლა; ,,ჩვენი გაზეთი”  (1910, #11) აღწერს შემთხვევას, როცა სასწავლებელში წითელათი დაავადდა 65 მოსწავლე და კორპუსის ხელმძღვანელობა იძულებული იყო მოსწავლეები დროებით დაეთხოვა.

სწავლითაც ზოგიერთი კადეტი მაინცდამაინც თავს არ იკლავდა. არსებობს მოგონება მოსწავლე გიორგი ბაქრაძეზე, რომელიც ორი წელი იჯდა მესამე კლასში. ის საერთოდ არ სწავლობდა, სამაგიეროდ იყო კარგი მეთევზე, მებადური და მისი მაგიდის უჯრაში ყველაფერს ნახავდით სასწავლო წიგნებისა და რვეულების გარდა: ცოცხალი კუ, თევზაობისთვის საჭირო ნივთები… ის მუდამ რაღაცას ჩხირკედელაობდა, ხან ბადეს კემსავდა, ხან დახეულ ფეხსაცმელს კერავდა…. ერთხელაც გამოიძახეს დაფასთან და სთხოვეს მოეყოლა ,,ბაიორინიზმის” (XX საუკუნის პირველი ნახევრის ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელიც შეიქმნა ცნობილი ინგლისელი პოეტის ჯორჯ გორდონ ბაირონის შემოქმედების გავლენით; დამახასიათებელია რომანტიკული ინდივიდუალიზმი, ეროვნული განთავისუფლების იდეა, პოლიტიკური პროტესტი ფეოდალურ-მონარქიული რეჟიმის წინააღმდეგ და სხვა) შესახებ. ბაქრაძემაც, რომელიც პუშკინი მიაჩნდა ყველაზე დიდი პოეტად, არ დააყოვნა: ,,ვიცი მე, პუშკინი დიდი მწერალია, ზის, წერს და ამ დროს მოდის ეს ,,ბაირონიზმი” და ეუბნება მას: ესე დაწერე, ასე დაწერე. გადაშენდი აქედან! მე თვითონ კარგად ვიცი როგორ უნდა ვწერო, -პასუხობს მას პუშკინი”.  საბოლოოდ, ბაქრაძე სასწავლებლიდან გარიცხეს, მაგრამ ის მაინც გახდა ოფიცერი და პირველ მსოფლიო ომში დააჯილდოვეს წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით.

დროთა განმავლობაში კადეტთა რიცხვი იზრდებოდა. 1914 წელს მათმა რაოდენობამ უკვე 421 ადამიანს მიაღწია. თავად შენობა გათვალისწინებული იყო 350 ადამიანზე. ამიტომ კავკასიის სამხედრო ოლქის ოფიცრებისა და ჩინოვნიკების თხოვნის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ახალი შენობის აშენებისა, რომელშიც მოთავსდებოდა 500 კაცი. ქართველმა თავად-აზნაურობამ წინადადებით მიმართა იმპერატორს გამოეყო 20 დესეტინა მიწა ახალი შენობის აღსამართავად. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ჯერ პირველმა მსოფლიო ომმა და შემდეგ ბოლშევიკურმა გადატრიალებამ ეს გეგმები ჩაშალა. თავად კადეტთა კორპუსმა კი არსებობა 1918 წელს შეწყვიტა.

გაზეთი ,,საქართველოს რესპუბლიკა” (1918, #1) იუწყებოდა, რომ  სამხედრო გიმნაზიაში (ყოფილ კადეტთა კორპუსში) სამხედრო პირთათვის გაიხსნა ქართული ენის კურსები. ,,22 ივლისს, საღ. 8 საათზე… შტაბის უფროსის ზაქარიაძისა და მორიგ გენერლის პოლკ. კაკაბაძის ინიციატორობით გაიხსნა ქართული ენის კურსები…. კურსების გახსნას დაესწრო სამხედრო მინისტრი გ. გიორგაძე, რომელმაც მიულოცა მსმენელთ საქმის დაწყება და მადლობა მოახსენა კურსების დამაარსებელთ და მასწავლებელთ”.

კორპუსის დახურვის შემდეგ შენობაში ვინ არ ბინადრობდა – ელექტროტექნიკურ მოწყობილობათა ინსტიტუტი, საერთო საცხოვრებელი, საბავშვო ბაღი და ბანკი.

მომდევნო წლებში კადეტთა კორპუსის შენობა კომუნალურ სახლად იქცა. იქ შეასახლეს უამრავი ოჯახი, რომელთაც საერთო სამზარეულო და ტუალეტი ჰქონდა. ამის თაობაზე გალაკტიონ ტაბიძე დღიურში წერდა: ,,სრულიად არ შვენის „კადეტების კორპუსს“, რომ ის საცხოვრებელი სახლია, გარდა ამისა სახლის ფართი რემონტს საჭიროებს”. 

აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე იხსენებდა: ,,ჩვენი პირველი ბინა თბილისში კადეტთა კორპუსის შენობაში იყო. ეს ის დიდი, ძველებური ორსართულიანი სახლია, რომელსაც მთელი კვარტალი უჭირავს რუსთაველის პროსპექტისა… XIX საუკუნის შუა ათეული წლების ნაგებობაა, რომელსაც მას შემდეგ არც უცვლია სახე. ჩვენი ბინა ქვემო მხარეს იყო – მესანგრეთა (ახლანდელი ძნელაძის)  ქუჩაზე, ბელეტაჟში. მეხსიერებაში განსაკუთრებით ჩამრჩა არაჩვეულებრივად ღრმა რაფები სარკმელებისა (მაშინდელი სახლების კედლები, თითქმის ყოველთვის, ძალიან სქელია), იმიტომ რომ ამ რაფაზე ,,მთლიანად” ვთავსდებოდი და ვთამაშობდი – ეს ჩემი ოთახივით იყო…

უზარმაზარი ეზო. უამრავი მდგმური – კადეტთა კორპუსის გაუქმების შემდეგ შენობის უმეტესი ნაწილი ბინებად გამოიყენეს, რუსთაველის პროსპექტის მხარეს კი ერთხანს განათლების კომისარიატი იყო მოთავსებული”.

კადეტთა კორპუსში მამაპაპურად გაკეთებული ავეჯიც იდგა, რომელთაგან ზოგი დაიტაცეს და ზოგიერთი კი, გაუგებარი მიზეზით, ეზოში გაიტანეს და დაწვეს. უზარმაზარი კოცონი იყოო, იხსენებდა ერთი თვითმხილველი. ასევე ამბობენ, რომ ერთ-ერთმა მფლობელმა, რომელმაც სარდაფის მოწესრიგება დაიწყო, იქ ადამიანის ძვლები აღმოაჩინა.

2005 წელს კადეტთა კორპუსის ყოფილი შენობა მხატვარმა ზურაბ წერეთელმა იყიდა. 2007 წელს დაიწყო შენობის რეკონსტრუქცია. ისტორიულ ნაგებობას საძირკველი, საყრდენი კედლები გაუმაგრეს, დაამონტაჟეს სავენტილაციო სისტემა, განათება და გათბობა.

შენობას შეუნარჩუნდა გარეგანი სახე. შიდა სივრცე მთლიანად გადაკეთდა და მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გალერეა ახალი ტიპის საგამოფენო დარბაზებით. თანამედროვე ხელოვნების განვითარების მიზნით მუზეუმში გამოყოფილია საექსპოზიციო დარბაზი XXI საუკუნის თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების ნიმუშების გამოსაფენად. საგამოფენო სივრცის გამოყენება შეუძლია ყველა მსურველს – როგორც ქართველ მხატვრებს, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ ხელოვანებს. მუზეუმში გამოყოფილია სივრცე საკონფერენციო დარბაზისთვის. მუშაობს სამხატვრო სალონი, რესტორანი ,,აკადემია”. შესაბამისად განახლებულია და საექსპოზიციოდ გამოყენებულია მუზეუმის ეზოც. შენობის ეზოში განთავსდა ზურაბ წერეთლის ქანდაკება ,,სიყვარულის ვაშლი”. ეს არის ბრინჯაოს 145 ჰორელიეფით ერთ კომპოზიციად შეკრული ცხრამეტრიანი დიამეტრის სიმაღლის საინჟინრო კონსტრუქცია.

 ზურაბ წერეთელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი აკმაყოფილებს XXI საუკუნის თანამედროვე მსოფლიო დონის სტანდარტებს და გახდება ხიდი თანამედროვე ქართველი და უცხოელი ხელოვანების დაახლოების გზაზე.

 კადეტთა კორპუსის ქართველ კურსდამთავრებულ სამხედროთა სია:

1. ამალახვარი გივი ივანეს ძე, თავადი (25.04.1874 -15 ნოემბერი, 1943).

გენერალ-მაიორი (28 სექტემბერი, 1917) დაამთავრა 1894 წელს;

2.  ბენაშვილი ანდრო მიხეილის ძე (23.03.1867 – 28.06.1941).

გენერალ-მაიორი (02.04.1917) – დაამთავრა 1885 წელს;

3. გაბაშვილი ალექსანდრე გ. (09.01.1875-27.01.1937).

გენერალ-მაიორი (02.04.1917) დაამთავრა 1892 წელს;

4. გედევანიშვილი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე, თავადი (16.02.1870 – 1933).

გენერალ-მაიორი (21 დეკემბერი, 1916) – დაამთავრა 1888 წელს;

5. დუმბაძე იოსებ ანტონის ძე (03.01.1865 – 1914 წლის შემდეგ).

გენერალურ-მაიორი (06.12.1913) – დაამთავრა 1882;

6. დუმბაძე სამსონ ანტონის ძე (02/02/1986 – 1919 წლის შემდეგ).

გენერალ-მაიორი (22 მარტი, 1915) დაამთავრა 1883 წელს;

7. იმნაძე ევგენი სიმონის ძე (04.12.1875 – 1944 წლის შემდეგ).

გენერალ-მაიორი (06.12.1916) დაამთავრა 1893 წელს;

8. ქორქაშვილი გიორგი პეტრეს ძე (23.01.1865 – 19.10.1916).

გენერალ-მაიორი (06.12.1909) დაამთავრა 1882 წელს;

9. მდივანი ზაქარია ასლანის ძე(05.09.1867 – აპრილი 18, 1933).

გენერალ-მაიორი (18.01.1915) დაამთავრა 1884 წელს;

10. მიქელაძე ალექსანდრე პლატონის ძე, თავადი (15.10.1867 – 20.01.1928).

გენერალ-ლეიტენანტი (1915 წლის 10 ივნისი) დაამთავრა 1886 წელს;

11. მიქელაძე ვიაჩესლავ არტემის ძე, თავადი (08.03.1875-27.08.1951).

გენერალ-მაიორი (08.10.1916) – დაამთავრა 1892 წელს;

12. ნიჟარაძე კონსტანტინე კონსტანტინეს ძე, თავადი (26.09.1869-1939).

გენერალ-მაიორი (16.07.1916) დაამთავრა 1888 წელს;

13. ოდიშელიძე ილია ზურაბის ძე (25.03.1865-1925).

ლეიტენანტი გენერალი (11/10/1916) – დაამთავრა 1887;

14. ფურცელაძე გიორგი მიხეილის ძე (29.10.1867-31.08.1924).

გენერალ-მაიორი (1915 წლის 15 თებერვალი) – დაამთავრა 1886 წელს;

15. თეთრუაშვილი ვასილი გაბრიელის ძე (08.04.1872-07.05.1915).

გენერალ-მაიორი (27 მაისი, 1915, სიკვდილის შემდეგ) დაამთავრა 1891 წელს;

16. თულაშვილი გიორგი ლევანის ძე (01.06.1867 – 1918 წლის შემდეგ).

გენერალ-მაიორი (02.04.1917) – დაამთავრა 1884 წ;

17. თუმანიშვილი გიორგი ნიკოლოზის ძე, თავადი (29.07.1880 – 26.10.1917).

გენერალ-მაიორი (30 აგვისტო, 1917);

18. თუმანიშვილი ნიკოლოზ ივანეს ძე, თავადი (13.02.1868 – შემდეგ 1921).

გენერალ-მაიორი (06.12.1914) – დაამთავრა 1885 წელს;

19. წულუკიძე ვარდენ გრიგოლის ძე, თავადი (08.11.1865-20.05.1923).

გენერალ-მაიორი (10 აპრილი, 1915) დაამთავრა 1884 წელს;

20. ალექსანდრე ჭავჭავაძე, თავადი (04.07.1870-1930).

გენერალ-მაიორი (1717 წლის 9 აგვისტო) დაამთავრა 1890 წელს;

21. ჭავჭავაძე დავით ზაქარიას ძე (12.09.1878- 1917 შემდეგ).

გენერალ-მაიორი (05.10.1917) – დაამთავრა 1897 წელს;

22. ჩივაძე კონსტანტინე ალექსანდრეს ძე(20.05.1866 – 1918 წლის შემდეგ).

გენერალ-მაიორი (06.12.1908) – დაამთავრა 1882 წელს;

23. ერისთავი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე, თავადი (05.07.1873 – 10.02.1955).

გენერალ-მაიორი (22 მარტი, 1915) დაამთავრა 1892 წელს;

24. მუსხელიშვილი იაკობ ლევანის ძე (09/09/1865 -21/01/1936).

გენერალ-მაიორი (1818 წლის 9 მარტი) – დაამთავრა 1884 წელს;

25. კვინიტაძე გიორგი ივანეს ძე (1984 წლის 21 აგვისტო -7 აგვისტო, 1970).

გენერალ-მაიორი (14.05.1918) დაამთავრა 1894 წელს;

26. აბხაზი დავით ილიას ძე, თავადი (03.06.1866-დან 1918 წლამდე).

გენერალ-მაიორი (1918 წლის 29 ივლისი) დაამთავრა 1883 წელს.

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

11:36; 15 დეკემბერი, 2025
ისტორია

,,ტირილი” ძველ გურიაში

11:11; 11 დეკემბერი, 2025
ისტორია

რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

09:54; 8 დეკემბერი, 2025
ისტორია

კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

10:21; 22 ნოემბერი, 2025
ისტორია

როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

10:45; 17 აგვისტო, 2025

“ხალხი ენდობა მათ და ისინი კიდევ თაგვის საწამლავს ვერ ყიდულობენ“

„მოსამართლეების დანიშვნით “ოცნება“ საკუთარ გუნდს დააზიანებს“_ ზაალ ანჯაფარიძე

ყველა სიახლე

საზოგადოება

გადაწყვეტილება ძალაში 1-ელი იანვრიდან შევა _ ვის დაუბრუნებენ ჩამორთმეულ მართვის მოწმობებს

12:44; 22.12.2025
საზოგადოება

ჩხოროწყუში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

12:26; 22.12.2025
ზაფრანი

როგორი იქნება 22-28 დეკემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის

12:20; 22.12.2025
საზოგადოება

უბედური შემთხვევა დიღომში – რა გახდა 25 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი

11:33; 22.12.2025
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო – დაკავებულია 4 პირი

10:53; 22.12.2025
მსოფლიო

კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

10:46; 22.12.2025
საზოგადოება

როგორი ზამთარი იქნება წელს საქართველოში

10:02; 22.12.2025
საზოგადოება

დღეიდან ახალი შეზღუდვა ამოქმედდება – ვინ დაჯარიმდება დარღვევის შემთხვევაში

9:56; 22.12.2025
სამართალი

“ორბის” ხელმძღვანელის, კირილე ყალიჩავას სასამართლო სხდომა დასრულდა _ რა გადაწყვიტა სასამართლომ

18:19; 21.12.2025
საზოგადოება

ძალადობა, რომელიც ბავშვს აშინებს, აკნინებს ან ტკივილს აყენებს, არ არის „დისციპლინა“ _ ნონა მუხაშავრია

15:11; 21.12.2025
საზოგადოება

“და­ობ­ლდა ქარ­თუ­ლი პო­ე­ზია” _ ცნობილი ქართველი პოეტი გარდაიცვალა

14:53; 21.12.2025
ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
საზოგადოება

რამდენი ათასი ლარი არის გამოყოფილი ოზურგეთში 180 ბენეფიციარისთვის ყოველდღიური კვებისთვის

14:45; 21.12.2025
ზაფრანი

21 დეკემბერი _ რატომაა ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ

14:11; 21.12.2025
სამართალი

“სა­ნამ ცი­ხე­ში არ ამო­ვალ­პობ არ მო­ვის­ვე­ნებ… ან დასჯით ყველა დამნაშავეს, ან…” – გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა მიმართვას ავრცელებს

14:00; 21.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო