უზენაესის მოსამართლეების გამწესების საკითხის განხილვა პარლამენტმა საგაზაფხულო სესიისთვის გადადო
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიისთვის გადადო . განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძემ გადაწყვეტილება საგანგებო ბრიფინგზე განმარტა.
მისი თქმით, საკითხით დაინტერესებული სხვადასხვა მხარის მიერ გამოითქვა ინიციატივა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა მოხდეს წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით.
„საქართველოს პარლამენტი უახლოეს სესიაზე არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების გადაწყვეტილებას. ამ საკითხს პარლამენტი მიუბრუნდება საგაზახულო სესიის დაწყებისთანავე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის დროული შევსება მაღალკვალიფიციური კადრებით,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.