შემოქმედელი მიტროპოლიტი, მეუფე იოსები მიიჩნევს, რომ უკრაინა ღირსია ავტოკეფალური ეკლესია გახდეს.
ამის შესახებ მეუფე სოციალურ ქსელში წერს:
“მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია ავტოკეფალური ეკლესია გახდეს, რამეთუ იგი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
აგრეთვე მათი სწრაფვა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ერთობას კიდევ უფრო გააძლიერებს და უდიდეს ავტორიტეტს შესძენს”, _ აღნიშნულია მიტროპოლიტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.