1782 წლის 27 ოქტომბერს, ანუ, მაშინ, როდესაც იტალიის ქალაქ გენუაში, იტალიელი მევიოლინე, გიტარისტი და კომპოზიტორი – ნიკოლო პაგანინი დაიბადა,იტალიაში კატასტროფული სიდუხჭირე სიფევდა, რამაც როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა მოახდინა დიდი იტალიელის ცხოვრებაზე და შემოქმედებაზე.
ნიკოლო პაგანინი დაიბადა, ღარიბ ოჯახში. ის იყო ანტონიო და ტერეზა პაგანინის მესამე შვილი. მამამისი ანტონიო კაზინოში თამაშობდა და ოჯახის ბოლო ფულს ხარჯავდა. ფულს ის მანდოლინაზე დაკვრით იღებდა. 5 წლის ასაკში ნიკოლო პაგანინიმაც დაიწყო მანდოლინაზე დაკვრა.
მისი მასწავლებელი მამამისი იყო, ხოლო შვიდი წლიდან ვიოლინოზე დაკვრის სწავლას შეუდგა. ნიკოლო მალე დაეუფლა ამ ინსტრუმენტს. ბავშვობიდანვე გადიოდა კონცერტებზე რის შედეგადაც მამამისმა ბევრი ფული იშოვა. ახალგაზრდა ნიკოლოს პირველი მასწავლებლები იყვნენ ჯოვანი სერვეტო და ჯიაკომო კოსტა,მაგრამ მისმა ტექნიკამ მალე გაუსწრო მასწავლებლების ტექნიკას. მამამისმა ნიკოლო პარმაში წაიყვანა რათა განთქმულ მევიოლინე ალესანდრო როლასთან ესწავლებინა, მაგრამ როდესაც მევიოლინემ ნიკოლოს დაკრული მოისმინა,ურჩია ფერდინანდო პაერთან წასულიყო სასწავლებლად.
ამის შემდეგ, ნიკოლომ სულ მალე მიაღწია წარმატებას და დღეს მისი შემოქმედება მღელს მსოფლიოში და მათ შორის თბილისის კონსერვატორიაშიც ისწავლება.
პაგანინის ვიოლინო
2005 წლის 1 ნოემბერს კარლო ბერგონცის ვიოლინო, რომელიც ეკუთვნოდა ნიკოლო პაგანინს, ნაყიდი იყო ლონდონის აუქციონზე, 1,1 მილიონ დოლარად (საწყისი ფასი იყო 500 ათასი დოლარი) სავიოლინო ხელოვნების ფონდის წარმომადგენელის – მაქსიმ ვიქტოროვის მიერ. მყიდველმა განაცხადა, რომ ეს ინსტრუმენტი აუცილებლად აჟღერდებოდა 2005 წლის 1 დეკემბერს მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, მოსკოვის პაგანინის საერთაშორისო კონკურსზე. ეს ვიოლინო არის ერთ-ერთი კარლო ბერგოცის 50 ნამუშევრიდან, გადარჩენილი XXI საუკუნემდე.