ხელთათმანი ესროლეს საზოგადოებას – ამ განცხადებით დავით ჭიჭინაძე ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნას აფასებს.
დეპუტატს სამართლიანობის აღდგენის იმედი აქვს და ამბობს, რომ ამისთვის პარლამენტის ზოგიერთი წევრი ყველაფერს გააკეთებს.
„ეს არის საზოგადოების გამოწვევა და ადრე, რომ იტყოდნენ, ხელთათმანი გადაუგდეს, ესროლეს საზოგადოებას და მე ვფიქრობ, საზოგადოება და ზოგიერთი ჯანმრთელი დეპუტატი ამას საკმაოდ კარგად მიაწვდის როგორც საჭიროა საზოგადოებას და მურუსიძეები და ეს ადამიანები საკადრის პასუხს მიიღებენ და აქტებით და ოქმებით მოქმედება არ ნიშნავს კანონიერებას. სამართლიანობა და კანონი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება და სამართლიანობა ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე კანონიერება”, _ განაცხადა ჭიჭინაძემ.