მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. “ბახალას” საქმეზე განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
დასკვნით სხდომაზე მოსამართლეს ბრალდებულმა გიორგი გიორგანაშვილმასიტყვით მიმართა. “ბახალამ” საკუთარ უდანაშაულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრალდება “ნათითხნი მტკიცებულებებით” ცდილობს საქმის ბოლომდე მიყვანას.
მსახიობს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის აქვს წარდგენილი.