თბილისში, აეროპორტის დასახლებაში ახალდაქორწინებული წყვილი გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ვერსიით, გარდაცვალების მიზეზად უბედური შემთხვევა სახელდება _ ისინი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის, მესამე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.