საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების დაუდგენელი გარემოებების გამოძიების საქმეს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება.
„მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას და ასევე მთავარი პროკურორის მზაობას თავად უხელმძღვანელოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების უკვე ათწლეულების მანძილზე დაუდგენელი გარემოებების გამოძიების საქმეს.
იმედს გამოვთქვამ, რომ მთავარი პროკურორის ხელმძღვანელობით გაწეული სამუშაოს შედეგად, პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებებს ნათელი მოეფინება და აღდგება ისტორიული სამართლიანობა, რაც ჩვენი ქვეყნის ღირსების საქმეა“,_აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.