„საკმარისია ფეხბურთში სიძულვილი, საკმარისია რასიზმი და დისკრიმინაცია ნებისმიერ სტადიონზე. საკმარისია მწვრთნელის ან მოთამაშის დაცინვა 90 წუთის განმავლობაში, საკმარისია ფეხბურთში სიძულვილი და ეს არის მთავარი“,_აღნიშნული განცხადება euronews-ის ინფორმაციით, მილანის „ინტერის“ მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა.
როგორც ცნობილია, „ინტერი“-„ნაპოლს“ შორის გამართულ მატჩზე „ინტერის“ გულშემატკივრები ნაპოლის მცველის, კალიდუ კულიბალის მისამართით ცხოველურ ხმებს გამოსცემდნენ და რასისტულ შეძახილებს აკეთებდნენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, სტადიონთან ახლოს რასიზმის ნიადაგზე წარმოქმნილ დაპირისპირების დროს ერთ-ერთ გულშემატკივარს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც, დაიღუპა.
მომხდარის გამო „ინტერს“ მომდევნო 2 საშინაო მატჩის გამართვა კარდახურულ სტადიონზე დაევალა.
„ინტერი“-„ნაპოლი“ 1:0 დასრულდა.