ქალაქ ოზურგეთში, ოლიმპიურ სახლში სხვადასხვა მიმართულებით წარმატებული სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდები დააჯილდოვეს.
წლის წარმატებული სპორტსმენი ვაჟი დავით ჩხარტიშვილი გახდა; წლის წარმატებული სპორტსმენი ქალი _ სოფიკო შათირიშვილი; წლის წარმატებული საფეხბურთო გუნდი _ „ბახვი,, და მისი მწვრთნელი – გოჩა კრასოტკინი; წლის წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენი _ გიორგი თოხაძე; წლის წარმატებული ქალი მწვრთნელი _ მარინა კოტრიკაძე; ღვაწლმოსილი მწვრთნელი ქალბატონი _ აზა მჟავანაძე; წლის მებრძოლი _ ლაშა ჭეფხოძე; წლის წარმატებული ახალგაზრდა მწვრთნელი _ კახა აბაშიძე; წლის ყველაზე ტექნიკური და პოპულარული სპორტსმენი _ იური ლომაძე; წლის დებიუტანტი სპორტსმენები _ გიორგი ხუჭუა, ალექსი ლოდია, ნიკოლოზ შიუკაშვილი; წლის გუნდის კაპიტანი _ ვალერიან მურვანიძე; წლის საუკეთესო მამაკაცი მწვრთნელები _ ირაკლი და ზურაბ ზურაბიანები; წლის ქველმოქმედი კლუბი _ სარაგბო კლუბი ,, არწივები“; სპორტის საუკეთესო პედაგოგი _ დიმიტრი ტუღუში; სპორტულ ოლიმპიადაში მონაწილე აქტიური და წარმატებული მოსწავლეები _ ნოდარ ლომინაძე, თორნიკე მახარაძე; ღვაწლმოსილი მწვრთნელი _ გურამ მაჭარაშვილი; საჭადრაკო კლუბის ამაგდარი ხელმძღვანელი _ ზურაბ ანდღულაძე; ახალგაზრდა წარმატებული მოჭადრაკე _ თენგიზ თოიძე.
დაჯილდოების ორგანიზატორები იყვნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, მერიის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება.